ZUGDIDI TV

დარჩი ჩვენთან და იყავი ინფორმირებული!

ალტერბრიჯი – გახდი ალტერი! (ვიდეო)

1 min read

ლტერბრიჯი 2018 წელს დაარსდა საკონსულტაციო-სატრენინგო ცენტრ ,,PR აკადემიის” მიერ, რომლის 7 წლიანი წარმატების ისტორია უკავშირდება ზოგადი მენეჯმენტის, სტრატეგიული კომუნიკაციის, ორგანიზაციული კვლევების, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით კორპორაციული/ ინდივიდუალური ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების განხორციელებას, მენტორინგისა და საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფას.

ალტერბრიჯი ეს არის მოტივირებულ ადამიანთა ერთობლიობა, რომელმაც იცის როგორ მიაღწიოს მიზანს და როგორ დამუხტოს სხვები თვითრეალიზებისთვის. ასე შეიქმნა დასაქმებასა და განვითარებაზე ორიენტირებული განათლების გამორჩეული კერა, რომელიც საქართველოში პირველი ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა უპირობო 7 წლიანი ავტორიზაციით. მის ერთ-ერთ კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს დამფუძნებლისა და მმართველი გუნდის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება, რეპუტაცია და მაღალი ცნობადობა საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში და ზოგადად, კომუნიკაციის სფეროში.

ალტერბრიჯის ახალ აშენებული თანამედროვე დიზაინის შენობა განთავსებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რაც უზრუნველყოფს ხელსაყრელ პირობებს ინოვაციური მიდგომებით სწავლების, სამეცნიერო-შემოქმედებითი კვლევისა და პიროვნული თუ პროფესიული ზრდა-განვითარებისათვის.

სასწავლო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ კერძო და საჯარო სტრუქტურებთან, საერთაშორისო კომპანიებსა და დონორ ორგანიზაციებთან, პოტენციურ დამსაქმებლებთან. ალტერბრიჯის პარტნიორებს შორისაა: იუნისეფ საქართველო, Adizes Graduate School, AIESEC in Georgia, საგამომცემლო ჰოლდინგ „პალიტრა L”-ის პროექტი „ლურჯი ოკეანე“, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი, ტეკლეკომპანია „იმედი“, არტარეა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, HR-გილდია, Sweden Alumni Network Georgia და მრავალი სხვა.

ZUGDIDI TV © ყველა უფლება დაცულია | Newsphere by AF themes.