ალტერბრიჯი 2018 წელს დაარსდა საკონსულტაციო-სატრენინგო ცენტრ ,,PR აკადემიის” მიერ, რომლის 7 წლიანი წარმატების ისტორია უკავშირდება ზოგადი მენეჯმენტის, სტრატეგიული კომუნიკაციის, ორგანიზაციული კვლევების, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით კორპორაციული/ ინდივიდუალური ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების განხორციელებას, მენტორინგისა და საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფას.

ალტერბრიჯი ეს არის მოტივირებულ ადამიანთა ერთობლიობა, რომელმაც იცის როგორ მიაღწიოს მიზანს და როგორ დამუხტოს სხვები თვითრეალიზებისთვის. ასე შეიქმნა დასაქმებასა და განვითარებაზე ორიენტირებული განათლების გამორჩეული კერა, რომელიც საქართველოში პირველი ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა უპირობო 7 წლიანი ავტორიზაციით. მის ერთ-ერთ კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს დამფუძნებლისა და მმართველი გუნდის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება, რეპუტაცია და მაღალი ცნობადობა საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში და ზოგადად, კომუნიკაციის სფეროში.