ZUGDIDI TV

დარჩი ჩვენთან და იყავი ინფორმირებული!

საქართველოს სკოლების უმრავლესობაში სასწავლო მეორე სემესტრი დისტანციურად განახლდება.რაზეც განცხადება საქართველოს განათლების,მეცნიერების,კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ გააკეთა.

მისი თქმით 10 დიდ ქალაქში:თბილისში,ქუთაისში,რუსთავში,თელავში,ზუგდიდში,ზესტაფონში,გორში,ფოთში,მარნეულსა და გარდაბანში სასწავლო წელი კვლავ დისტანციურად წარიმართება.

18 იანვრიდან სასწავლო წელი დისტანციურად გაგრძელდება ასევე აჭარის რესპუბლიკის ტერიტორიაზეც.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა,განათელების სამინისტროს მიერ შექმნილ შეღავათიან ინტერნეტ პაკეტზე.მემორანდუმის მიზანია, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები, მაქსიმალურად უზრუნველყოფილნი იყვნენ ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის მობილური ინტერნეტ კავშირით.მათ 20GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ. ხოლო დარეგისტრირება სპეციალურ საიტზეა შესაძლებელი mobile.emis.ge. რაც შეეხება ინტერნეტ პაკეტს იგი 30 დღის განისაზღვრება.

ZUGDIDI TV © ყველა უფლება დაცულია | Newsphere by AF themes.