ZUGDIDI TV

დარჩი ჩვენთან და იყავი ინფორმირებული!

კელი დეგნანმა ზუგდიდის ამერიკული კუთხის განახლებული სივრცე გახსნა

1 min read

2021 წლის 28 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, დაესწრო ზუგდიდის ამერიკული კუთხის გაფართოების ცერემონიალს, ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები. ამერიკულ კუთხეში ელჩი ასევე შეხვდა ზუგდიდის ამერიკული კუთხის კოორდინატორსა და პროგრამის “თემის ელჩები” ფარგლებში დაფინანსებული, ორი დასრულებული პროექტის ხელმძღვანელებს. განახლებული სივრცის დათვალიერების შემდეგ, ელჩი და მოწვეული სტუმრებმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში , კუთხის მიერ მოწყობილ კონცერტზე გადაინაცვლეს და ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერეს.

სიუჟეტი მომზადებულია “News Today-სთვის” ლუკა ჩანგელიას მიერ.

ელჩის თქმით ზუგდიდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი სივრცის ქონა, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი იდეებისა და შესაძლებლობების განვითარებას. მან აღნიშნა, რომ ზუგდიდის ამერიკული კუთხე სწორედ მსგავს საქმეს ემსახურება და უდიდესია მისი როლი, ზუგდიდელი ახალგაზრდების ყოველღიურობაში.

კონცერტის ბოლოს ელჩმა ამერიკული კუთხის მოხალისეები და კუთხეში მიმდინარე სხვადასხვა პროექტების ხელმძღვანელები, საზეიმო ვითარებაში, სერთიფიკატებით დააჯილდოვა.

ZUGDIDI TV © ყველა უფლება დაცულია | Newsphere by AF themes.