ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის “ACCESS” კურსდამთავრებულები: ლუკა ჩანგელია, კოჩა ჩანგელია, ლუკა ჯღარკავა და მათე ქორთუა, ზაფხულში , კალიფრონიაში, Diablo valley college-ში, 3 კვირით გაემგზავრებიან. ახალგაზრდებმა რამდენიმე ეტაპიანი კონკურსი გაიარეს, რომელშიც საწყის ეტაპზე 100-მდე კონკურსანტი ღებულობდა მონაწილეობას, გაცვლითი პროგრამისთვის საბოლოოდ 30 საუკეთესო მონაწილე შეირჩა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან არიან.

ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი ახორციელებს.