ZUGDIDI TV

დარჩი ჩვენთან და იყავი ინფორმირებული!

ზუგდიდში ბიზნესწილებთან დაკავშირებული დავის გამო მამა-შვილი დაჭრეს, მამა გარდაიცვალა — შსს

1 min read

23 ივლისს მამა-შვილი ბიზნესწილებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს, რის შედეგადაც მამა ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულზე ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია და გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს

ZUGDIDI TV © ყველა უფლება დაცულია | Newsphere by AF themes.