უახლესი ამბები

ინტელექტუალური თამაში “კვადრიუმი” ZUGDIDI TV-ზე “გოკურცხისგან”

მალე, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია “გოკურცხი” ZUGDIDI TV-ზე ახალ ინტელექტუალურ თამაშს – კვადრიუმი.

კვადრიუმი- არის სატელევიზიო ინტელექტუალური თამაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის. რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების ინტელექტუალურ და შემეცნებით ზრდას. გუნდური თამაშის წესები:ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში, თამაში შედგება 3 რაუნდისგან, თამაში ატარებს გუნდურ ხასიათს, მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობები: გუნდში უნდა იყოს 4 მოთამაშე, გუნდს აქვს სახელი და ჰყავს კაპიტანი, მოთამაშეები უნდა იყვნენ ერთი სკოლის წარმომადგენლები 9 დან 12 კლასის ჩათვლით. I რაუნდი – პირველ რაუნდში დაისმის ხუთი კითხვა, ორი გუნდი ისმენს წამყვანის კითხვას და თამაშობენ დასწრებაზე, სწორი პასუხი ორი ქულა, არასწორი ნული, თუ პირველმა გუნდმა დაასწრო, მაგრამ არაზუსტად უპასუხა, წამყვანი აგრძელებს კითხვას და მეორე გუნდს აძლევს შანს უპასუხოს. ერთი წუთის გასვლის შემდეგ, თუ არცერთი გუნდი დაარტყამს ღილაკზე თითს, წამყვანი აცხადებს სწორ პასუხს. II რაუნდი ეკრანზე გამოდის ოთხი თემა მაგ ( გეოგრაფია, მხატვრები, მუსიკალური თემა, სპორტი) გუნდები ირჩევენ თითო მოთამაშეს, რომელიც კონკრეტულ თემაზე დაუპირისპირდება მეტოქე გუნდის რჩეყლს მაგ:: ( ირაკლი და გიო ისტორიაზე, ქეთი და ნინო მხატვრებზე და აშ) სწორი პასუხი 1 ქულა, არასწორი ნოლი. თუ პირველმა მოთამაშემ დაასწრო, მაგრამ არაზუსტად უპასუხა, წამყვანი აგრძელებს კითხვას და მეორე მოთამაშეს აძლევს შანს უპასუხოს. ოთხივე მოთამაშე თამაშობს თითო თემას ერთი წუთის გასვლის შემდეგ, თუ არცერთი გუნდი დაარტყამს ღილაკზე თითს, წამყვანი აცხადებს სწორ პასუხს. III რაუნდი მესამე რაუნდში, ეკრანზე გამოდის ისევ ოთხი თემა ამჯერად კომპიუტერი ირჩევს მოთამაშებს, ალბათობის პრინციპით. მაგ : 1 გუნდიდან მარი და მეორე გუნდიდან გიგა ითამაშებენ თემას ისტორია და ა.შ. მესამე ეტაპზე მოთამაშეებს, მანამდე არ შეეძლებათ ღილაკზე თითის დაჭერა სანამ წამყვანი კითსხვას არ დასრულებს და არ იტყვის „დრო“, თუ მოთამაშე ადრე დააჭერს ღილაკს, ის ავტომატურად გამოეთიშება კითხვას, თუ პირველმა მოთამაშემ არასწორად უპასუხა, მაშინ მეორე მოთამაშეს აქვს შანსი უპასოხოს, სწორი პასუხი ორი ქულა. არასწორი ნოლი. სამი ტურის შედეგებით გამოვლინდება გამარჯვებული. თუ სამი ტურის შედეგად დაფიქსირდა ფრე, წამყვანი კითხულობს დამატებით შეკითხვას დამატებით შეკითხვაზე გუნდები თამაშობენ სრული შემადგენლობით პასუხის გაცემა არის დასწრებაზე. თამაშის ფორმატი გასაუბრების შედეგად შეირჩევა 32 გუნდი ტურნირი ჩატარდება ოლიმპიური პრინციპით 1/16 1/8 1/4 1/2 და ფინალი. თამაშები გაგრძელდება სამიდან-ოთხ თვემდე.