უახლესი ამბები

იყო და არა იყო რა… – ლუკას ბლოგი

იყო და არა იყო რა, იყო საქართველო და ვართ ჩვენ, ახალგაზრდები. რთულია საქართველოში იყო ახალგაზრდა, არ ხედავდე პერსპექტივას მომავლისა, მაგრამ მაინც აიძულებდე საკუთარ თავს გიყვარდეს ეს ქვეყანა, რთულია ცხოვრობდე აქ, ფიქრობდე მომავლის შეცვლაზე და არ ხედავდე ადამიანებს, რომლებიც არ გაძლევენ ზემოთ ხსენებულის უფლებას. თითქოს, აქ, ამ ქვეყანაში ჩვენ თან ვართ და თან არ ვართ, ჩვენ ვარსებობთ ჩვენთვის, მაგრამ ჩვენი ხმა, ისევე როგორც სხვა ბევრი ადამიანის, მხოლოდ და მხოლოდ „კატის კნავილს“ წააგავს, გვპირდებიან, მოდიან, მიდიან… ისევ მოდიან და ისევ მიდიან და ასე წრეზე ტრიალებენ, ამასობაში კი ჩვენ „ახალგაზრდები“ ვბერდებით.

 მე მინდა ვიყო, მე მინდა გავხდე, მე მინდა შევცვალო… მაგრამ ბოლოს იქადმე მივყავართ ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებს, რომ არაფერიც აღარ გვინდა. გრძელი თმა, მოკლე კაბა, დახეული ჯინსი, სიტყვის თავისუფლება და სხვა ბევრი რამ, ძალიან ეზიზღებათ „ქართველებს“, ჩამოთვლილთაგან შენს სხეულზე, ან გარეგნობაში რომელიმეს ხილვის შემთხვევაში გლანძღავენ: უნიათოები, დაუნახავები, უმადურები, უმაქნისები… თუ ჰკითხავ რომელიმეს, ჩემს ასაკში, შენ რა გაგიკეთებიაო, მოგიბრუნდებიან და გეტყვიან – მე, რაც გამიკეთებია იმას შენ ვერასდროს ვერ გააკეთებო და მაინც რა გაგიკეთებიათ? კი, ბევრი რამ, ქვეყანა დაგინგრევიათ, ერთმანეთი დაგიხოცავთ, ახლობელი გაგიძარცვავთ, ციხეში ჩაგიგდიათ, ქუჩაში მიგიტოვებიათ და… მოკლედ, მოკლედ და ძალიან მოკლედ, დავიღალეთ, წადით, მოგვეცით გზა ჩვენ. ვიცი, რომ ესეც უაზრო საუბარია, თქვენ მაინც იმას გააკეთებთ, რასაც ფირობთ, რაც გირჩევნიათ, რაც თქვენი ჯიბისთვის უკეთესია, მაგრამ დაფიქრდით, გაიხედ-გამოიხედეთ და გაიაზრეთ, რომ ბოლოს მაინც არაფერი (მატერიალური) შეგრჩებათ ( ისევე, როგორც მე), მაგრამ სახელი, ქვეყანა და დიდება, ყველას ყოველთვის ემახსოვრება. მაშასადამე ემახსოვრებით თქვენც, თუ ვცვლით ჩვენ, შეცვალეთ თქვენც და გაგვლანძღეთ მაშინ, თუ რაიმე თქვენზე უარესს ჩავიდენთ, მაგალითი ბევრია იმისა რაც თქვენ გაგიკეთებიათ.

 მოკლედ, იყო და არა იყო რა, სულაც არაფერი არ იყო, გარდა ერთფეროვნებისა და ნგრევისა, იყო ის რომ გვპირდებოდით, მოდიოდით და მიდიოდით… იყო, მაგრამ აღარ არის, რადგანაც თუ ადრე ჩვენი (ახალგაზრდების) ხმა, მხოლოდ „კატის კნავილს“ წააგავდა, ახლა „ლომის ღრიალს“ ჰგავს, არ დაგავიწყდეთ ლომი ცხოველთა მეფეა, ისეთივე ცხოველების, როგორიც თქვენ ხართ, პატვისცემით მე.

   პ.ს არ ეხება ძალიან ბევრ ადამიანს, არ ეხება ძალიან ბევრ უფროსი თაობის წარმომადგენელს, რომლებიც ახალგაზრდებს ყოველთვის, მუდამ უწყობდნენ და უწყბენ ხელს ყველანარი საქმიანობაში.