უახლესი ამბები

მოსწავლის გარეშე დარჩენილი სასწავლებლები და არაფრის მომცემი ონლაინ გაკვეთილები – ლუკას ბლოგი

ბავშვის და მოზარდის ცხოვრებაში არის, რამდენიმე მნიშვნელოვანი დღე – სკოლის პირველი დღე, სკოლის ბოლო დღე და უნივერსიტეტის პირველი დღე, საქართველოს დიდ ქალაქებში, ხაზ გასმით ვამბობ ქალაქებში და არა სოფლებში მოსწავლეები ისევ კომპიუტერებთან ზიან, კლასები დაცარიელებულია, აუდიტორიები სტუდენტებს ელოდებიან, კოვიდ სტატისტიკა მატულობს და კითხვა იარსებებს თუ არა, ის პრობლემები რის გამოც სკოლები და უნივერსიტეტები არ გაიხსნა 1 ოქტომბერს პასუხგაუცემელი რჩება.

 მე ისევდაისევ ლუკა ჩანგელია ვარ, მე-12 კლასელი, აბიტურიენტი, რომლისთვისაც სკოლის  – ბოლო პირველი დღე –  ძალიან მნიშვნელოვანი  იყო, მე ვარ მოსწავლე, რომელსაც , მობეზრდა ონლაინ გაკვეთილები და სიმართლე გითხრათ, რომც არ მომბეზრებოდა სარგებელი მაინც ნულოვანი იქნებოდა, არათუ სკოლის და მასწავლებლების გამო, არამედ იმის გამო, რომ დისტანციური ურთიერთობა პირისპირ ურთიერთობას ვერასდროს ვერ შეცვლის. მაქვს კითხვები და არ მაქვს პასუხები, მაინტერესებს რატომ დაიწყო სოფლის სკოლების საკლასო ოთახებში სწავლა და ამის ფონზე ქალაქის სკოლის მოსწავლეები რატომ ვზივართ კომპიუტერთან, ან თუ კომპიუტერთან გვიწევს ჯდომა, რატომ არ აქვს ყველა მოსწავლეს იმის უფლება, რომ ონლაინ განათლება მიიღოს ( მოგეხსენებათ მოსწავლეების ნაწილს, არც ინტერნეტთან წვდომა და არც შესაბამისი მოწყობილობები არ გააჩნიათ).

 ხმა ისმის ხარვეზით, არ ჩანს გამოსახულება, არ არის მოსწავლეების ინტერესი, მეტიც მოსწავლეების ნაწილი გემრიელად არის მოკალათებული სავარძელში და მასწავლებლის საუბრის პარალელურად ფილმს უყურებს.

 ლევან რატიანმა მოგვახსენა, რომ კოვიდ 19 არ არის მკვლელი ვირუსი და მისი დამარცხება უკვე ვაქცინის გარეშეც შესაძლებელია, თუ ასეა მაშინ რატომ გვიზღუდავენ ახალგაზრდებს განათლების მიღებას ისევ უცნობია.

 მოგეხსენებათ ჩვენი განათლების სისტემა, ისედაც დიდად არ ყვავის, ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელთა უმეტესობა, ზღვარის გადალახვაზეა ორიენტირებული, ნაწილი კი სკოლაში მომზადებული მასალით გადის ეროვნულ გამოცდებზე, ამ დროს ბოლოს ნახსენები ახალგაზრდები უნივერსიტეტის გარეშე რჩებიან და თუ ჩემს გარშემო მყოფ საღად მოაზროვნე ახალგაზრდებს შეეკითხებით გეტყვიან, რომ სწავლა უნდა მიმდინარეობდეს საკლასო ოთახებში.

 ძალიან დიდი იმედი მაქვს, 1 ოქტომბერი მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, მორიგი იმედის გამაცრუებელი თარიღი არ იქნება, იმედი მაქვს 1-ელ კლასელებს მიეცემათ იმის საშუალება, რომ მინიმალური ორიენტირი გააკეთონ იმისა, თუ რა არის სკოლა, ხოლო მე-12 კლასელებს გვექნება საშუალება, სკოლაში ყოფნის უკანასკნელი წელი, სასკოლო ურთიერთობებით და ძველებური ჟივილ-ხივილით დავიმახსოვროთ!