ZUGDIDI TV

დარჩი ჩვენთან და იყავი ინფორმირებული!

რიყის თემში პროექტის „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა

1 min read

16 ივლისს, „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ პროექტის გახსნითი ღონისძიებაგაიმართა რიყის ცენტრალურ პარკში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, რომელსაცესწრებოდნენ „ქეა კავკასია“-სა და „თანხმობა“-ს გუნდის წევრები. ასევე, მოწვეულნიიყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა სამოქალაქო და არასამთავრობოორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის მოხალისეები „საქართველოს წითელიჯვრის საზოგადოება“-დან.
ღონისძიების დასაწყისში მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას„ქეა კავკასია“-სა და „თანხმობა“-ს წარმომადგენლებმა. მათ ისაუბრეს პროექტისმიზნებზე, დაგეგმილ საქმიანობებზე. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ახალგაზრდებისგააქტიურების მნიშვნელობას თემის განვითარებაში. ღონისძიების მონაწილეებსმიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმაც. მან აღნიშნა, რომ მსგავსი
პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია და გამოთქვა, ადგილობრივიხელისუფლების მხრიდან, პროექტის მიზნების მიღწევაში მხარდაჭერის მზაობა.ღონისძიება განხორციელდა ადგილობრივი ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობითდა ჩართულობით. ახალგაზრდებმა, განმახორციელებელი ორგანიზაციებისმხარდაჭერით დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა პროგრამები: ვიქტორინა, ხელოვნების მასტერკლასი, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, და სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, გასართობი და სპორტული აქტივობები. ასევე, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“-ს მოხალისეებმა პირველადი დახმარების მასტერკლასი ჩაუტარეს ღონისძიების მონაწილეებს. პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: წალენჯიხა, ზუგდიდი, გორი და ბოლნისი.

ZUGDIDI TV © ყველა უფლება დაცულია | Newsphere by AF themes.