მსოფლიოში ახალი წლის დადგომას 1 იანვარს ზეიმობენ,მაგრამ არიან გამორჩეული ქვეყნები,რომლებიც 14 იანვარსაც ზეიმობენ დღესასწაულს.მათ შორისაა ჩვენი ქვეყანა,საქართველო.ყველა კუთხეს განსხვავებული ტრადიციები აქვს ძველით ახალ წელს,გამორჩეული მაინც სამეგრელოა.

სამეგრელოში 14 იანვარს “კალანდობას” ანუ “მეგრულ კუჩხას” უწოდებენ და თოფების სროლით ეგებებიან.

ახალი წლის დილას ოჯახის უფროსი სახლიდან გარეთ გადის, ხელში მორთული ჩიჩილაკი უჭირავს და რიტუალს ატარებს, რის შემდეგაც სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს და საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ღორის თავი, ხაჭაპურები, ხილი და სხვ სანოვაგე ალაგია. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით „დააბერებს“. 

სამეგრელოში თხილისგან გამოთლილ ჩიჩილაკს ტკბილეულითა და ხილით რთავენ.რაც შეეხება მეკვლეს დიდი სიფრთხილით წინასწარ ირჩევენ და ოჯახის თითოეული წევრი საგულდაგულოდ ემზადება მის დასახვედრად.

გილოცავ ძველით ახალ წელს,გისურვებთ ყოველივე კარგს,სიკეთეს და რაც მთავარია ჯამრთელობას.